ინჟინერთა კვალიფიკაციის ამაღლება: BEWAVE სისტემების სწავლება

სიახლეები

ინჟინერთა კვალიფიკაციის ამაღლება: BEWAVE სისტემების სწავლება

2026-04-11

შპს „ვებექსის“ ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი სასწავლო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ინჟინრების კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების სიღრმისეულ გაცნობას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შპს „რუბიკის" ინჟინრები, ხოლო მოწვეული სპეციალისტი გახლდათ პოლონური კომპანია Satel-ის ექსპერტი.

სასწავლო პროგრამის მთავარი თემა იყო Satel-ის ახალი პროდუქტის ხაზი – Bewave, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოების სისტემებსა და ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიებს. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სისტემის ფუნქციონალის, ინტეგრაციის შესაძლებლობებისა და პრაქტიკული გამოყენების შესახებ.

ღონისძიების პირველი დღე დაეთმო თეორიულ ნაწილს, სადაც განხილული იყო Bewave-ის არქიტექტურა, ტექნიკური მახასიათებლები და მისი დანერგვის თანამედროვე მიდგომები. მეორე დღეს კი მონაწილეებმა პრაქტიკულად გამოსცადეს მიღებული ცოდნა – ჩატარდა სისტემის მონტაჟისა და კონფიგურაციის სავარჯიშოები, რაც მათ საშუალებას აძლევდა რეალურ გარემოში ემუშავათ ახალ ტექნოლოგიებთან.

სასწავლო კურსმა მონაწილეებს მისცა მნიშვნელოვანი გამოცდილება და გააძლიერა მათი პროფესიული უნარები, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე უსაფრთხოების და ავტომატიზაციის სისტემების უფრო ეფექტიან დანერგვას ქართულ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სასწავლო და განვითარების ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.