დაცვის და ავტომატიზაციის სისტემების პრეზენტაცია და ტექნიკური სწავლება

სიახლეები

დაცვის და ავტომატიზაციის სისტემების პრეზენტაცია და ტექნიკური სწავლება

2023-10-22

შპს "ვებექსი"-მ პარტნიორ კომპანია SATEL-ის მხარდაჭერით ჩაატარა უახლესი დაცვის და ავტომატიზაციის სისტემების პრეზენტაცია და ტექნიკური სწავლება. ღონისძიებას დაესწრნენ, როგორც სამონტაჟო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე სხვა სფეროში მოქმედი სპეციალისტები.
პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო INTEGRA-ს სერიის ინტელექტუალური დაცვითი სისტემები, ABAX 2-ის უგამტარო მოწყობილობები და PERFECTA-ს და SLIM LINE-ის პროდუქცია.
ტექნიკური სწავლების მონაწილეებმა გაიარეს INTEGRA-ს და ABAX 2-ის ჰიბრიდული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი ამოცანების გადაწყვეტის საშუალებები. ტესტირების გავლის შემდეგ, მათ SATEL-გან მიიღეს "საპარტნიორო სერტიფიკატები", ხოლო ყველაზე აქტიური მონაწილეები დასაჩუქრდნენ დამატებითი პრიზებით.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო ამ განხრით მოღვაწე სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის აგვემაღლებინა უსაფრთხოების და ავტომატიზაციის სფეროში არსებული ინოვაციური გადაწყვეტილებების ცნობადობა.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანია SATEL-ის წარმომადგენლებს: ვლადისლავ მარკიჩევს (რეგიონალური მენეჯერი) და ალექსანდრე კამიშანსკის ( ტექნიკური დეპარტამენტის სპეციალისტი) სრული მხარდაჭერისა და პრეზენტაციის და სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და დაინტერესებულ პირს. იმედს ვიქონიებთ, რომ ჩვენი ღონისძიებებით დაგეხმარებით მომხმარებლებს შეუქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო.